817 მუხლი შეეხება პირველად ან ერთჯერად შესატანს, ხოლო 818-ე მუხლი შემდგომ შესატანს (როგორც ამ მუხლის კოენტარშია აღნიშნული). 817 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჯერ არც კი მომხდარა შესატანის შეტანა. 816-ე მუხლი კი ამბობს, რომ პირველად ან ერთჯერად შეტანამდე მზღვეველი თავისუფალია, ანუ იმ ორი კვირის ვადაში მზღვეველს არ წარმოეშობა ვალდებულება.
რაც შეეხება სავალდებულოა თუ არა 2 კვირიანი ვადის განსაზღვრა, 818-ე მუხლის კომენტარში მითითებულია, რომ სავალდებულოა, მიუხედავად კანონის ტექსტის ჩანაწერისა, კეთილსინდისიერების პრინციპიდან და კანონმდებლის მიზნისგან გამომდინარე, შეინარჩუნოს არსებული ხელშეკრულება.
პ.ს.
სამწუხაროდ, 818-ე მუხლით განსაზღვრულ ერთთვიანი ვადის პერიოდში წარმოეშობა თუ არა სადაზღვეო კომპანიას ანაზღაურების ვალდებულება ბუნდოვანია.