მოგესალმებით,

წინამდებარე ვებგვერდზე განთავსებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის ელექტრონული ვერსია. კომენტარზე მუშაობა მიმდინარეობს 2013 წლის ივლისიდან, 2018 წლიდან კი მის განვითარებასა და დახვეწას ხელმძღვანელობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. კომენტარის შექმნა დაფინანსდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH) და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების (JILEP) ასევე კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტების (PROLoG) მიერ. პროექტში ჩართულია 30-ზე მეტი ქართველი სამართალმცოდნე, მათ შორის მეცნიერები, მოსამართლეები, ადვოკატები და დოქტორანტები. ავტორთა გუნდს ხელმძღვანელობს მთავარი რედაქტორი (პროექტის კოორდინატორი) და სარედაქციო ჯგუფი, რომელთა საბოლოო დადებითი შეფასების შემდგომ შესაბამისი მუხლის კომენტარი განთავსდება წინამდებარე გვერდზე.

გვერდი მუდმივი განახლების რეჟიმშია და იგი დროდადრო შეივსება სამოქალაქო კოდექსის მუხლების კომენტარებით. ჩვენი მიზანია, ბეჭდური ვერსიის შექმნამდე კომენტარი ხელმისაწვდომი გავხადოთ პროფესიული საზოგადოებისათვის, რათა, ერთი მხრივ, ხელი შევუწყოთ მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში, ხოლო, მეორე მხრივ, მოვისმინოთ მათი აზრი ამა თუ იმ მუხლის კომენტარზე.

კომენტარისათვის მნიშვნელოვანია, რომ იგი იყოს მაქსიმალურად მისაღები, გამოსადეგი და სრულყოფილი იურისტებისათვის. ამ მიზნით ყოველი მუხლის კომენტარს თანდართული აქვს კომენტირების ველი, სადაც მკითხველს შეუძლია დაწეროს თავისი პროფესიული მოსაზრება შესაბამისი მუხლის კომენტართან დაკავშირებით, მიუთითოს საკითხებზე ან განსხვავებულ პრაქტიკაზე, რომლის უფრო დეტალურად ასახვასაც ისურვებდა კომენტარში. ნებისმიერი კონსტრუქციული სახის შენიშვნა და მოსაზრება მისაღები და საინტერესოა!

იმედი გვაქვს, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართული სამოქალაქო კოდექსის უკეთესი კომენტარის შექმნას!

პატივისცემით,
სარედაქციო ჯგუფი

 

 

ვებგვერდზე განთავსებული ტექსტის გამოყენების პირობები

unnamed
2018 წლიდან სამოქალაქო კოდექსის კომენტარის შექმნასა და განვითარებას ხელმძღვანელობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
წინამდებარე კომენტარი და პორტალი შექმნილია GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით. 1993 წლიდან GIZ-ი საქართველოში ხელს უწყობს სამართლისა და იუსტიციის რეფორმების გატარებას. სხვა ღონისძიებებთან ერთად GIZ-ი ზრუნავს იურიდიული ლიტერატურის შექმნასა და სამართლის პოპულარიზაციაზე. GIZ-ი არ იღებს პასუხისმგებლობას ვებგვერდზე განთავსებული ნაშრომის შინაარსობრივი მხარის სისწორეზე.
კომენტარი და ონლაინ პლატფორმა შეიქმნა ამერიკის ხალხის კეთილი ნებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. კომენტარის შინაარსისათვის პასუხისმგებელი არიან ავტორები. იგი არ წარმოადგენს ამერიკის მთავრობის ოფიციალურ მოსაზრებას და არ ასახავს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.