მიმაჩნია რომ სამოქალაქო კოდექსის 482-ე მუხლის ფორმულირება გაუმართავია და ზუსტად ვერ გადმოსცემს კანონმდებლის ნებას. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს ნასყიდობის ხელშეკრულების ისეთ შემთხვევებს, როდესაც გამყიდველი და მყიდველი არათანმყოფი პირები არიან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნასყიდობის ხელშეკრულების დადება და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის საგნის გადაცემა არ ხდება დროის ერთ მონაკვეთში, არამედ სახეზე გვაქვს გამყიდველის მიერ მყიდველისთვის ნასყიდობის საგნის გაგზავნის ვალდებულება (Schickschuld). ნორმის თანახმად მყიდველზე გადადის ნივთის შემთხვევითი დაღუპვის და დაზიანების რისკი იმ შემთხვევაში, როცა გამყიდველი, მყიდველის მოთხოვნით ნივთს აგზავნის სხვა ადგილას, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. აღნიშნული ფორმულირება ბუნდოვანი და დამაბნეველია, ზუსტად ვერ გადმოსცემს ამ ნორმის მიზანს. კერძოდ, ჩანაწერი “ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული” მცდარი ფორმულირებაა და შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს მოქმედ იურისტებს შორის.
როგორც ცნობილია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმების დიდ ნაწილს საფუძვლად უდევს გერმანიის სამოქალაქო კოდექსი (Bürgerliches Gesetzbuch) და ამ მხრივ არც სსკ-ის 482-ე მუხლია გამონაკლისი, რომლის მსგავსი ნორმაც გვხვდება გერმანიის სამოქალაქო კოდექსში (§ 447 BGB). აღნიშნული პარაგრაფი აწესრიგებს ნივთის შემთხვევითი დაღუპვის და დაზიანების რისკის გადასვლას მყიდველზე ნასყიდობის საგნის გაგზავნისას. ამ ნორმის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ გამყიდველი ნასყიდობის საგანს მყიდველის მოთხოვნით აგზავნის სხვა ადგილას, ვიდრე “ხელშეკრულების შესრულების ადგილი” (Erfüllungsort), ნივთის შემთხვევითი დაღუპვის და დაზიანების რისკი გადადის მყიდველზე იმ მომენტიდან, როცა გამყიდველმა ნივთი ჩააბარა გადამზიდველს ან ამის შესრულებისთვის პასუხისმგებელ პირს. როგორც ვხედავთ, გერმანიის სამოქალაქო კოდექსი შემთხვევითი დაღუპვის და დაზიანების რისკის გადაცემას უკავშირებს ხელშეკრულების შესრულების ადგილს, მაშინ როცა სამოქალაქო კოდექსის 482-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთი იგზავნება “სხვა ადგილას ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული”. ვფიქრობ, კანონმდებლის ნებას წარმოადგენს 482-ე მუხლით დაარეგულიროს ის შემთხვევები, როცა ნივთს გაგზავნა ხდება სხვა ადგილას, ვიდრე „ხელშეკრულების შესრულების ადგილი“. ხელშეკრულების შესრულების ადგილს განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 362-ე მუხლი, რომელიც ზუსტად და ამომწურავად განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, როცა შესრულების ადგილი არც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული და არც ვალდებულების შესრულების არსიდან გამომდინარეობს და საქმე გვაქვს გვაროვნულ ან ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრულ საგანთან.
გამომდინარე ზემოთაღნიშნულიდან, ცალსახაა რომ სამოქალაქო კოდექსის 482-ე მუხლი არ იძლევა განმარტებას იმ შემთხვევაზე, როცა მხარეები არ შეთანხმებულან ნასყიდობის საგნის გაგზავნაზე ან ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმა ისეთი ბუნდოვანია, რომ ვერ ხერხდება ხელშეკრულების შესრულების ადგილის დადგენა. შესაბამისად, 482-ე მუხლის განმარტებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ „სხვა ადგილას ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული“ ფორმულირების ქვეშ იგულისხმება სწორედ ხელშეკრულების შესრულების ადგილი და სამართლებრივ ურთიერთობაში შემოდის სამოქალაქო კოდექსის 362-ე მუხლი და მისი დანაწესი.
გურამ გეთანხმები, მართლაც უმჯობესი იქნებოდა პირვანდელი შესრულების ადგილი 362 მუხლის მიხედვით ყოფილიყო ფორმულირებული, თუმცა ვფიქრობ დაკვირვებული იურისტი მარტივად ამოიცნობს კანონმდებლის ნებას, აეცილებინა გამყიდვლისთვის ის დაუგეგმავი რისკი რაც ახალ მისამართზე(შესრულების ადგილზე) ნივთის გაგზავნას შეიძლებოდა წარმოეშვა. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აღარ ექნება პირვანდელი შესრულების ადგილი მხარეების მიერ იყო განსაზღვრული თუ კანონის, რადგან ორივე შემთხვევაში ნების გამოვლენის მომენტისთვის გამყიდველს საშუალება ექნებოდა სცოდნოდა ეს ადგილი და სავარაუდო რისკებიც გაეთვალა. როდესაც მყიდველი უკვე დადებულ გარიგებაში ცვლის შესრულების ადგილს, ეს აუცილებლად უნდა მოითხოვდეს გამყიდვლის დასტურს, თუმცა კანონმდებელმა ურთიერთობის გასამარტივბლად გამყიდველს არ მისცა ასეთ შემთხვევაში გარიგებაზე უარის თქმის უფლება და მისი ინტერესები სხვაგვარად დაიცვა.